17:25 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით საყვარელიძე

საყვარელიძე სააკაშვილის უკრაინაში "გარღვევის" ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი

© FB / David Sakvarelidze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

უკრაინის საგამოძიებო ორგანოები ამჟამად ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უკრაინასა და საქართველოში დავით საყვარელიძეს რამდენიმე სამართალდარღვევაში დებენ ბრალს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილესა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს ეჭვმიტანილად მიიჩნევს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებაში.

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, მათ შორის პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

სააკაშვილს უწყება "საზღვრის უკანონო გარღვევის" შესახებ ლვოვის სასტუმროში გადასცეს. ეს გადაიღეს ვიდეოზე, რომელიც საყვარელიძემ თავის Facebook-გვერდზე განათავსა.

ინფორმაციის თანახმად, დავით საყვარელიძე ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში: საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა, "ადამიანების უკანონო გადაგზავნა სახელმწიფო საზღვარზე და "სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

"ეს წმინდა პოლიტიკური დევნაა ყველა ლიდერის, ყველა ადამიანის, რომელიც დემოკრატიულ აქციაში მონაწილეობდა. ცდილობდა დაეცვა თავისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე… მოქალაქეობის წართმევა პოროშენკოს არ გამოუვიდა. ახლა ეჭვების გადაცემის გზით წავიდნენ. როგორც ჩანს ქართულ და უკრაინულ ხელისუფლებებს ამის გარეშე არ შეუძლიათ. ეს არ მაღელვებს", — დაწერა საყვარელიძემ.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. მის მიმართ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

 

მთავარი თემები