05:51 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ ჯანელიძე

ჯანელიძე: როგორ შეუძლია ტურიზმს პატარა ქვეყანა გარდაქმნას

© photo by press-service of Ministry of Foreign Affairs of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ტურიზმის როლის შესახებ ესაუბრა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის 22-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ უამბო, ნათქვამია საგარეოპოლიტიკური უწყების ვებგვერდზე.
ღონისძიება, რომელზეც 1000-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში 11 სეტქმბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება. გენერალური ასამბლეის დღის წესრიგშია — ტურიზმის თემაზე მაღალი დონის დებატები, სპეციალური სხდომა „ჭკვიანი“ ტურიზმის თემაზე,  „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის განვითარებას და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებასა და კულტურათა მიმოცვლას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს ვიზიტორების რაოდენობა  პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა“, — განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია, აღნიშნა ჯანელიძემ.

„ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას  როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად სექტორად იქცა“, — განაცხადა მინისტრმა.

ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ჩინურ მხარეს გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) — ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
გენერალური ასამბლეა — ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ორ წელში ერთხელ იკრიბება.
გენერალური ასამბლეის 22-ე სესია — რიგით მეორე სესიაა, რომელიც ჩინეთში იმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში ის მეოთხედ იმართება.

მთავარი თემები