„რესპუბლიკურმა პარტიამ" საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა

© photo: Sputnikსაკრებულო
საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის პირველ ნომრად ხათუნა სამნიძე დასახელდა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა, ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კირიკაშვილმა საკრებულოს დეპუტატები წარადგინა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს კანდიდატები წარადგინა

პარტიის პირველი ნომერი ხათუნა სამნიძე იქნება. შემდეგ მოდიან მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვლი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა,  „განახლებული შემადგენლობა „რესპუბლიკურ პარტიას" სათანადოდ წარმოაჩენს საზოგადოების წინაშე".

ბერძენიშვილის განცხადებით, შემდეგი ხუთეული ამომრჩევლების წინაშე უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს მოსახლეობა 21 ოქტომბერს საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს აირჩევს. თბილისის საკრებულოში 50 სადეპუტატო მანდატია, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვებულებს შორის პროპორციული და მაჟორიტარული სიტემით განაწილდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0