"ქართულმა ოცნებამ " რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

© FB /Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მერების კანდიდატები წარადგინა
გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მერების კანდიდატები წარადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე, ონის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე, ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტეხის მერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები დაასახელა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ამ ხალხს სრულ ნდობას უცხადებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ძალისხმევას, ენერგიას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ასე შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ, ხელისუფლება ვიყოთ პირნათელი თითოეული თქვენგანის წინაშე. მათ არ აკლიათ გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, წესიერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანის გვერდში დგომით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ულამაზესი რეგიონი, სამოთხე ნამდვილად დედამიწის, გაკაშკაშდება, ნამდვილად აგუგუნდება და თითოეულ ოჯახში შევა კეთილდღეობა. დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ და მომავალ წარმატებებს", — განაცხადა კანდიდატთა წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა.

2 სექტემბერს პრემიერმა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში წარადგინა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0