„ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს კანდიდატები წარადგინა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კირიკაშვილმა საკრებულოს დეპუტატები წარადგინა
გიორგი კირიკაშვილმა საკრებულოს დეპუტატები წარადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი პარტიიდან თბილისის საკრებულოს კანდიდატებს წარმატება უსურვა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარადგინა.

საქართველოს მოსახლეობა 21 ოქტომბერს საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს აირჩევს. თბილისის საკრებულოში 50 სადეპუტატო მანდატია, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვებულებს შორის პროპორციული და მაჟორიტარული სიტემით განაწილდება.

„მჯერა, ჩვენი თითოეული კანდიდატი მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას მოიპოვებს და ხალხის იმედს ბოლომდე გაამართლებს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კანდიდატებს წარმატება უსურვა. გამარჯვებისთვის მათ 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

მმართველი პარტიიდან მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს დეპუტატობისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

მთაწმინდის რაიონში — ჯაბა ჯიშკარიანი (ფინანსისტი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი);

ვაკე/ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი — გიორგი მუსხელიშვილი (ინჟინერ-მშენებელი თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი);

ვაკე/ვაჟა-ფშაველა, ნუცუბიძე — გიორგი ბირბიჩაძე (ექიმი, თბილისის მერიის თანამშრომელი);

საბურთალო/ვაშლიჯვარი, დიღომი, დიდი დიღომი — ავთანდილ ცინცაძე (ფინანსისტი, სპორტსმენი, საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი),

საბურთალო/საბურთალოს, გაგარინის, გოთუას ქუჩები, მარცხენა ნაწილი — დავით უთმელიძე (ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

საბურთალო/ დოლიძისა და ბახტრიონის ქუჩები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მარცხენა ნაწილი — ვახტანგ შაქარიშვილი (PR-სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე);

კრწანისი — თემურ გორგაძე (მშენებელი, „ქართული ოცნების" კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი);

ისანი/ქეთევან წამებულის ქუჩა, ავლაბარი, მეტრომშენი — ილია ჯიშკარიანი (ინჟინერი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

ისანი/ნავთლუღი — ნინო ლაცაბიძე (დიპლომატი, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი) 

ისანი — ლევან დავითაშვილი (ინჟინერი);

სამგორი/ ვარკეთილის მასივი მეტრომდე — გიორგი დოხტურიშვილი (აგროტექნოლოგი, საკრებულოს თანამშრომელი)

სამგორი/ლილოს, ორხევისა და აეროპორტის დასახლებები — გიორგი ტყემალაძე (ინჟინერი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

სამგორი/ მოსკოვის გამზირი, აფრიკის დასახლება — ქეთევან მამულაშვილი (იურისტი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

სამგორი/ მეტრო „ვარკეტილის“ ზემოთ — რევაზ სოხაძე (ფინანსისტი, ჯანდაცვის სპეციალისტი);

ნაძალადევი/ თემქა - თამარ ტალიაშვილი (სამართლის დოქტორი)

ნაძალადევი/ ძველი ნაძალადევი, ლოტკინი — დავით ჭელიძე (სამართალმცოდნე, მმართველი პარტიის წევრი)

ნაძალადევი — მიხეილ ამაშუკელი (სამართალმცოდნე)

ნაძალადევი/ სანზონა — ალექსანდრე ხუჯაძე (იურისტი, ბიზნესმენი);

ჩუღურეთი — რიმა ბერაძე (ეკონომისტი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი);

დიდუბე/დავით აღმაშენებლის გამზირის მხარე — ვლადიმერ ძნელაძე (ეკონომისტი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

დიდუბე/დიღმის მასივის მხარე — თარაშ შურღაია (ეკონომისტი, თბილისის მერიის თანამშრომელი);

გლდანი/ზაჰესი, ავჭალა, გლდანულა, სოფელი დიღომი — შალვა ოგბაიძე (სამართალმცოდნე, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი)

გლდანი/ ლუწი მიკრორაიონები — ოთარ გრიგოლია (ეკონომისტი)

გლდანი/კენტი მიკრორაიონები — გულია გოცირიძე (ეკონომისტი)

გლდანი/ მუხიანი — ქეთევან ჯოხაძე (ფილოლოგი, თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი).

 

ყველა ახალი ამბავი
0