საქართველოში მშვიდობისმყოფლის დღე აღნიშნეს

© Ministry of Defence of Georgiaსამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები
სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრი დაუკავშირდა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც პლანეტის ცხელ წერტილებში მსახურობენ.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მეორე წელია 31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფლის დღე აღინიშნება.

ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით დაწესდა. ამ დღესთან დაკავშირებით იზორიამ კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„18 წელი შესრულდა, რაც ქართველ ჯარისკაცს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. სწორედ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ღირსეული, სანდო პარტნიორის სახელი მოიპოვა. წარმატებები, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა. მინდა ქედი მოვიხარო იმ ბიჭების სახელების წინაშე, ვინც ჩვენ ამ მისიების შესრულების დროს დავკარგეთ. საქართველო მათ სახელებს არასდროს დაივიწყებს", — აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედრო დაიღუპა

ლევან იზორიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მშვიდობისმყოფელის დღე იმ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა, რომლებიც ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო მისიებში იმყოფებიან. იზორიამ მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.

სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის პერიოდში 32 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ყველა მათგანი ავღანეთში სამშვიდობო მისიებში 2010 წლიდან მონაწილეობდა.

ბოლო დაღუპული უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0