კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

გამოწერა
კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა და მისი ხელმძღვანელი წარადგინა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

თბილისის მერის, კიდევ 63 ქალაქისა და რაიონის მერების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

„თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის მერი.ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერ გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", — აცხადებს კახა კალაძე.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი გახდა

კალაძემ საზოგადოებას ასევე თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარუდგინა.

ბოლო მონაცემებით, კახა კალაძის გარდა, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ: ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი („შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა („გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", „თავისუფალი საქართველო") და დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0