მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღი დაასახელა

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, „არ გადათხაროს მიწა საზღვარზე და არ მოაწყოს ცირკი“.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ვიდეოეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მე უკრაინაში 10 სექტემბერს ვბრუნდები პოლონეთიდან, „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით“, — დააკონკრეტა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
მან იქვე მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, „არ გადათხაროს მიწა საზღვარზე და არ მოაწყოს ცირკი“.

ექს-გუბერნატორის თქმით, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, უპირველესად სასამართლოში წავა, რათა მოქალაქეობის უფლება დაიბრუნოს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არ მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ვინაიდან იქ პროცესი დიდხანს გაიწელება.

სააკაშვილი კვლავაც აცხადებს, რომ კიევის გადაწყვეტილება მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე უკანონოა. 

„მე რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება მოქალაქეობის თაობაზე. სამსახურებრივი შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ეს საჩემო არ არის. მე მაქვს ვალდებულება უკრაინელების წინაშე, მოვაშორო [უკრაინას] ოლიგარქატი“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, კიევს არ აქვს უფლება, არ შეუშვას უკრაინაში, მიუხედავად მოქალაქეობის არქონისა.

ყველა ახალი ამბავი
0