მღებრიშვილი: პრანკერების ხუმრობა სულაც არ მადარდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წინააღმდეგი არ არის, რომ ხულიგნებთან თითქოსდა მისი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ექსპერტებმა შეამოწმონ.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის გათამაშების თემას შავი პიარი უწოდა.

შაბათს უკრაინულ ვებ-გვერდზე страна.ua გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრანკერი ლექსუსი უკრაინის შს მინისტრ არენ ავაკოვის სახელით თავის ქართველ კოლეგას ურეკავს. სატელეფონო საუბარში  „მღებრიშვილი" სთხოვს  „ავაკოვს", საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების შემთხვევაში ის თბილისს არ გადმოსცეს.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შსს-ს პრესსამსახური: გიორგი მღებრიშვილი თავს კარგად გრძნობს

აუდიოჩანაწერს საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩანაწერის ექსპერტიზა მოითხოვა. საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურმა ასეთი საუბრის არსებობა უარყო და აღნიშნა, რომ მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან თემებზე დაუცველი სატელეფონო ხაზის მეშვეობით არ ილაპარაკებდა.

 „ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით რომ "ფე-ეს-ბეს" აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი", — განუცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

ჩანაწერის გავრცელებისთანავე ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილი ცუდად გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრეს-სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბესელიამ ორშაბათს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა, დააარსა ოპოზიციური პარტია  „ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0