ლევან იზორიამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა

© FB / Ministry of Defence of Georgiaლევან იზორია ქართველ მეომრებთან ერთად
ლევან იზორია ქართველ მეომრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელები მოინახულა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ზამირ ქაბულოვი - Sputnik საქართველო
„დაე, გავიდნენ!“ — პუტინის წარმომადგენელი აშშ-ს ავღანეთიდან ჯარის გაყვანას მოუწოდებს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მინისტრი იზორია გენერალური შტაბის უფროს  გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.

ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრამდე თავდაცვის უწყების პირველი პირები  ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურ გენერალ ჯონ ნიკოლსონსა და ასევე ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურ გენერალ მურად სელჩუკს შეხვდნენ.

გენერალმა ნიკოლსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები სამაგალითოები არიან და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან  ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.

ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტის,  მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ უწყების ხელმძღვანელებმა კაპრალები გელა ხელაძე და გოდერძი ხარშილაძე დააჯილდოვეს მედლებით „საბრძოლო იარისთვის", ხოლო ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე — სამკერდე ნიშნით „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“.

დღის ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა.

ყველა ახალი ამბავი
0