„პატრიოტთა ალიანსში“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება

© FB/ Ирма Инашвилиირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ინაშვილი აცხადებს, ალიანსში სულ ოთხი კანდიდატი განიხილება, მათ შორის, ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა, თუმცა, ამაზე „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის თბილისი მერობის კანდიდატად წარდგენას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – საკრებულოების წევრებსა და მუნიციპალიტეტების მერებს აირჩევს. არჩევნების თარიღს ოფიციალურად კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოაცხადებენ.  

ცესკო - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია შვიდმა პარტიამ გაიარა

როგორც ინაშვილი აცხადებს, ალიანსში სულ ოთხი კანდიდატი განიხილება, მათ შორის, ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა, თუმცა, ამაზე „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ორშაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება თუ რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი თბილისის მერობის პოსტზე წარსადგენად. დეპუტატი დანარჩენი სამი კანდიდატის ვინაობას არ ასახელებს.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ თბილისის მერის პოსტზე მმართველმა პარტიამ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
„თვისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

არჩევნებზე კალაძის კონკურენტები იქნებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ყოფილი მოადგილე და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", თენგო შერგელაშვილი პარტიიდან "შენების მოძრაობა" და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოშიშვიდი პარტიაა დარეგისტრირებული: „საქართველოს ევროპული დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, “ „ხალხის პარტია“  „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „ახალი მემარჯვენეები“.


ყველა ახალი ამბავი
0