15:44 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ცესკო

თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია შვიდმა პარტიამ გაიარა

© FB/ЦИК Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (101)
41 0 0

ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ორ პარტიას უარი ეთქვა.

თბილისი, 12 აგვისტო-Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის შვიდი პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკო-ს ვებ-გვერდზე  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – საკრებულოების წევრებსა და მუნიციპალიტეტების მერებს აირჩევს. არჩევნების თარიღს ოფიციალურად კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოაცხადებენ. 

უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი პარტიები მიიღებენ: „საქართველოს ევროპული დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, “ „ხალხის პარტია“  „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „ახალი მემარჯვენეები“.

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკო-ში განაცხადი ცხრა პარტიამ შეიტანა, რომელთაგანაც ორმა რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო — „ახალი პოლიტიკური ცენტრი(„გირჩი“)“ და „ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია“. მათ უარი დოკუმენტებში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო ეთქვათ.

რეგისტრაციის გასავლელად პარტიამ ცესკო-ში განცხადება და სულ მცირე 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ცესკო-ს  არჩევნებამდე არა უგვიანეს  57 დღით ადრე უნდა მიმართონ. 


თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (101)

მთავარი თემები