კატარმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები კატარში ჩასვლისთანავე შეძლებენ 30-დღიანი ვიზის მიღებას და სურვილის შემთხვევაში, ქვეყნიდან გაუსვლელად, ვადის კიდევ 30 დღით გაგრძელებას.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. კატარმა 80 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს  მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმი გაამარტივა, ნათქვამია ოფიციალურ ტურისტულ ვებ-გვერდზე Visit Qatar.

კატარის ხელისუფლებამ ქვეყნები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ორ ჯგუფად დაჰყო.  33 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა შორისაა თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი და რიგი ევროპის ქვეყნები, შეუძლიათ 180-დღიანი ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთანავე მიიღონ და აქედან, 90 დღე შეუძლიათ ქვეყანაში დარჩნენ.

სხვა 47 ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის, საზღვარზე 30-დღიან ვიზას მიიღებენ. აღნიშნული ვიზის გაგრძელება ქვეყნიდან გაუსვლელად  კიდევ 30 დღით იქნება შესაძლებელი. 

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
ქართული პასპორტი უფრო „ძლიერი" გახდა

ადრე საქართველოს მოქალაქეებს ვიზები შესაბამის საკონსულო სამსახურებში კატარში გამგზავრებამდე  უნდა გაეფორმებინათ.

2014 წელს  საქართველოს მთავრობამ  94 ქვეყნის სია შეადგინა, რომელთა მოქალაქეებსაც  საქართველოში უვიზოდ სტუმრობა მოკლევადიანი ვიზიტებით (180-დან 90 დღე) შეუძლიათ. კატარი — ამ ქვეყნების ჩამონათვალშია.

საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაამყარეს. კატარში საქართველოს საელჩო 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა, საქართველოში კი კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა 2013 წლის აგვისტოში.

ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. კატარის ბიზნესმენები ინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, კერძოდ,  ენერგეტიკის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0