ხანძარი მთაწმინდაზე: პრემიერმა მეხანძრეებს ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა

© Sputnik / Denis Aslanovხანძარი მთაწმინდაზე
ხანძარი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ არ დაუშვეს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელება.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული და ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთაწმინდაზე ხანძარი სამშაბათს, ღამით ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება წუხელვე შეძლეს.

"მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას", — დაწერა კვირიკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", — განაცხადა პრემიერმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0