მარგველაშვილი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალქეობაზე, განაცხადა ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული უცხოური მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის იბრძოლებს

„იმ დროს, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებისთვის ბრძოლას, და რომ ისევ უკრაინაში დაბრუნება აქვს განზრახული. ამჟამად ექსპრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0