სააკაშვილის წინააღმდეგ ფაქტები უკრაინამ საქართველოდან მიიღო

© AP Photo / Sergei Poliakovსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მომენტში არ იცოდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება მიმდინარეობდა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ფაქტები, რის გამოც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, უკრაინულ მხარეს საქართველოს პროკურატურამ მიაწოდა, დაწერა უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ თავის გვერდზე Facebook-ში.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს გადასცა ფაქტები, რომლებიც არ იყო ცნობილი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას და რომლებიც სააკაშვილმა შეგნებულად დამალა“, — დაწერა გერაშჩენკომ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

მან დაამატა, რომ მოქალაქეობის სტატუსის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა სურს, აწვდის განზრახ ცრუ მონაცემებს, ან ყალბ დოკუმენტებს, ან მალავს მნიშვნელოვან ფაქტებს თავისი ბიოგრაფიიდან. 

„ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს შანსი თავისი თავის რეალიზება ნიდერლანდებში ან აშშ-ში მოახდინოს“, — დასძენს გერაშჩენკო. 

ამჟამად სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება. 

ყველა ახალი ამბავი
0