06:45 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
რეიკიავიკი

ისლანდია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს

© Sputnik/ Алексей Филиппов
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
51610

ისლანდია გახდა მეექვსე ქვეყანა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

თბილისი, 22 ივლისი-Sputnik. ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თავშესაფარს არ მისცემს. ნათქვამია ქვეყნის საემიგრაციო სამსახურის საიტზე.

ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება უმიზეზოდ მიიღონ თავშესაფარი ისლანდიაში. მათ სამშობლოში დააბრუნებენ. იგივე ეხება კოსოვოს პასპორტის მქონეთ.

„საქართველო, სამართლებრივი დემოკრატიული ქვეყანაა, არის გაეროს სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის წევრი, რომელიც მიმართულია სასტიკი, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ. საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მოქალაქეთა თანასწორობას. უცხოური სამართალდამცავი ორგანიზაციები ქვეყანაში შეუფერხებლად საქმიანობენ“- ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის თებერვალში საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიყვანა ისრაელმა და ამით აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შეასაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

ისლანდია გახდა მეექვსე ქვეყანა ბელგიის, საფრანგეთის, ისრაელის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანად ცნო.


მთავარი თემები