საქართველოს პრემიერი ისრაელს ეწვევა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ საკითხებში აქტიურ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ კვირაში ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ.

დიპლომატი, რომელიც თბილისში ყოველწლიურ ამბასადორიალში მონაწილეობს, მომავალი ვიზიტის პროგრამის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„უაღრესად აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ საკითხებში… რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში", — ციტირებს პაატა კალანდაძის სიტყვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი".

ისრაელში საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ტურიზმის კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას

ისრაელი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა

„მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ისრაელიდან საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა. ასევე, საქართველოს ტურისტულ საქმიანობაში ჩაბმულია ისრაელის მხრიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც არსებობს და კვირაში 23 ფრენა გვაქვს", — აღნიშნა კალანდაძემ.

ამასთან, ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა.

აგრეთვე შემცირდა ქართველი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ისრაელს თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ. ეს იმას უკავშირდება, რომ თებერვლის ბოლოს ისრაელის მხარემ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0