04:10 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
უკრაინის პრეზიდენტი

პოროშენკო თბილისში ჩამოვიდა

© REUTERS/ Valentyn Ogirenko
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოში შეხვედრებს გამართავს პირველ პირებთან და მოინახულებს აჭარასა და სვანეთს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. 

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოროშენკოს დახვდნენ ვიცე პრემიერი, განათლების მინისტრი — ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. 

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

იგეგმება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ მიმართული მთელი რიგი ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

ასევე დაგეგმილია პოროშენკოს მონაწილეობა უკრაინა-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის გახსნაში თბილისში და ბათუმში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმში. 

პოროშენკო საქართველოს 19 ივლისს დატოვებს. 

 

მთავარი თემები