12:58 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
ნიკა მელია

„ნაცმოძრაობამ" მათ მომხრეზე თავდასხმა „ქართულ ოცნებას" დააბრალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა მათი მომხრეს, მისი 80 წლის მამას და 23 წლის შვილს სცემეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" აქტივისტებს ენმ-ის წარმომადგენლების ცემა დააბრალა.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე მელიამ დაწერა, რომ მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა მანქანით გადაუკეტეს და სცემეს ენმ-ის წარმომადგენელი და გამგებლობის კანდიდატ ბეგლარ კაპანაძეს, რომელიც შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად მანქანით მოძრაობდა.

პოლიტიკოსმა აგრეთვე გამოაქვეყნა კაპანაძის ნაცემი მამის და სავარაუდო თავდამსხმელების ფოტოები, რომლებიც, პოლიტიკოსთა თქმით, კაპანაძის 23 წლის ვაჟმა გადაიღო. მელია დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

"ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამართალდამცავ ორგანოებს სოფელ ურაველში მომხდარი ინციდენტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, "ქართული ოცნება" მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს მერებს, გამგებლებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

ახალციხის რაიონში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა ("ძალადობა").

მთავარი თემები