12:59 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
დროშები ევროპარლამენტის შენობის წინ სტრასბურგში

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს

© RIA Novosti.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2510

თურქეთი პირობას დებს, რომ თბილისში დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო სამართლიანი იქნება, მაგრამ ევროპარლამენტის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ ის სამშობლოს არ გადასცენ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ევრონესტის საპარლამენტი ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი თბილისში დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგია. ჩამუქი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრელდებული.

ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ივნისის თვის დასაწყისში მიმართა, მაგრამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ერთ-ერთი მოტივი გახდა თურქეთის საელჩოსგან მიღებული დიპლომატიური გარანტია იმისა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მას საფრთხე არ დაემუქრება.

"ვცდილობ დავარწმუნო საქართველოსა და ევროკავშირის ხელისუფლება, რომ არ გადასცენ ბატონი ჩაბუქი თურქეთს მხოლოდ იმის გამო, რომ მასწავლებელია იმ სკოლაში, რომელიც გიულენის მოძრაობას უკავშირდება… ბატონმა ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში ან საქართველოში", – განაცხადა ჰარმსმა პრესკონფერენციაზე.

კვირას ჰარმსმა ჩაბუქი თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, ის კარგ პირობებში იმყოფება და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გურმუქჩუმ ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამშობლოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.

ევრონესტი პარლამენტთაშორისი ასამბლეაა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოებისთვის შეიქმნა.

 

მთავარი თემები