იმედგაცრუებული სტუმარ-მასპინძელი და საშემოდგომო გამოცდა...

© FB / Giorgi Margvelashviliჯანი ბუკიკიო
ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური სუიციდის ანატომია... რა მანძილია იმედგაცრუებიდან დეპრესიამდე... რას გაასწრო ჯანი ბუკიკიომ და რა ემუქრება ხელისუფლებას საშემოდგომოდ...

წავიდა!… საბედნიეროდ, გაასწრო!… კიდევ ერთი დღეც და ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე, უსათუოდ დეპრესიაში ჩავარდებოდა… არ ვიცი, შესაძლოა, ამგვარი შეფასება გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია — ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, რამდენჯერმე მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარო… საპატიო სტუმარს არც მიზეზი დაუმალავს…

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო: „საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების 2024 წლამდე გადავადებით მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი უაღრესად პროგრესული იყო. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმდნენ, რომ წინ წასულიყვნენ. ჩვენც მოკრძალებული რჩევებითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება…“

ასეთი გახლდათ პრაქტიკულად დასრულებული საკონსტიტუციო პროცესის კიდევ ერთხელ შესაფასებლად ქვეყნის გარედან მოწვეული მთავარი არბიტრის პირველი კომენტარი. ექსპერტს იმედგაცრუება კიდევ უფრო გაუმძაფრდა სახელმწიფოს მეთაურთან, სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ…

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილოა

ჯანი ბუკიკიო: „მე, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ!… და ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს კი, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება — ესაუბრეთ ერთმანეთს…“

არბიტრის გზავნილს უმალ გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და საპატიო სტუმარს იმედგაცრუებაში გაეჯიბრა… 

გია ვოლსკი: „მისი შეფასებით იმედგაცრუებული ვარ!… ჯანი ბუკიკიოს მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, ის გვერდში გვიდგას. ხშირ შემთხვევაში, საინტერესო და მისაღები შენიშვნები აქვს, მაგრამ, როცა 2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა მათი არცერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ტანზე მოირგო, არ მახსოვს, რომ მისი იმედგაცურება ასეთი მკაფიო ყოფილიყო და მას მკაცრი გამოხატულება ჰქონოდა…“ 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი რიგით მესამე კომენტარში იმედგაცრუებაზე აღარ საუბრობს და სახელმწიფოს ძირითადი კანონის პროექტს დადებითად აფასებს…

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილს განახლებული კონსტიტუციის პროექტი მოსწონს

ჯანი ბუკიკიო: „კონსტიტუციის პროექტი კარგია… რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ…“

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის პოზიტიურ კომენტარს ვიცე-სპიკერმაც კეთილგანწყობით უპასუხა და ამ ეტაპზე იმედგაცრუებაც დასრულდა…

გია ვოლსკი: „კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია კონსენსუსი საარჩევნო სისტემის საკითხზე,რათა იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს თემა კარგად იცის ჯანი ბუკიკიომ და მთლიანობაში, ვენეციის კომისიამ. ვფიქრობ, ამ რჩევას სრულად გავითვალისწინებთ და ამის შესაძლებლობა გვექნება უკვე 2024 წელს, როდესაც ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება…“

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით პლებისციტის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა

პარლამენტის მიერ უკვე მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოაქვეყნებს. დაელოდება თუ არა მმართველი გუნდი ვერდიქტს, დრო გვიჩვენებს… ცნობილია, რომ მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიაზე გაიმართება…

მანამდე კი დასავლელი პარტნიორები ქვეყნის პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე ხელისუფლებას ღიად მიანიშნებენ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ…    
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი: „საჭიროა კონსენსუსი. ჩვენ გულისყურით ვაკვირდებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს. ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიები და სხვადასხვა ორგანიზაციები აღნიშნულ პროექტს აპროტესტებენ და ახლა ჯერი საერთაშორისო ასპარეზზეა…“

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს რიგი ევროპელი დეპუტატებიც გამოეხმაურნენ და არ გამორიცხეს, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშიც აისახოს…

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა მოილაპარაკეს განიხილონ მომავალი კონსტიტუცია

ევროპარლამენტის წევრი ანდრეს მამიკინსი: „ოპოზიციური აზრის გათვალისწინების გარეშე საქართვლოს პარლამეტში ერთმანეთის მიყოლებით ორი მოსმენით კანონპროექტის მიღება  ძალიან შემაშფოთებელია. დიახ, როდესაც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გვიგზავნის წერილს, ჩვენ ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობას, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და შეცვალოს არსებული სიტუაცია. მომავალ წელს ახალი მოხსენების მომზადებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ვითარებას დავაკვირდებით და მოხსენებაშიც ავსახავთ…“

ევროპარლამენტარები ქართველ დეპუტატებს მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლას ურჩევენ…

ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი: „შეგახსენებთ პრეზიდენტის განცხადებას, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ნულოვანი კონსენსუსით მიიღეს. ჩემი გზავნილი ასეთია — ნუ ჩქარობთ, მონოლოგს დიალოგი სჯობს, გაიარეთ კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და ნუ იფიქრებთ, რომ ამ პროცესებს ევროკავშირში რეაგირება არ მოჰყვება…”

თბილისი - Sputnik საქართველო
რა არ მოეწონათ ევროპელ ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში

მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ პატივცემული ევროპარლამენტარების ტონი აშკარად მუქარას შეიცავს. ალბათ, ამიტომაც კონსტიტუციონალისტთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ევროპელი კანონმდებლების აზრის სათანადოდ გათვალისწინებას ურჩევს და მოუწოდებს, კარგად გააცნობიეროს, რომ დასავლელი პარტნიორების აზრის იგნორირება პრობლემებს თავად მმართველ გუნდსაც შეუქმნის…

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი: „ამ ვითარებაში, მე ვურჩევ მმართველ გუნდს, სათანადო ყურადღებით გაეცნოს ევროკავშირის ელჩის და სხვა ევროპელი პარტნიორების განცხადებებს. ქართველმა ხალხმა განვითარების ევროპული გზა აირჩია და შესაბამისად, ევროპულ საკანონმდებლო სტანდარტებს აღიარებს, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებში ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს., — ეს კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. შესაბამისად, კურსის ნებისმიერი კორექტირება სარისკოა ქვეყნისათვის, მათ შორის — თავად მმართველი ძალის პოლიტიკოსებისთვისაც…“

პროცესი გრძელდება… ვნახოთ, დაველოდოთ, რას მოიტანს წლევანდელი ღვინობისთვე…

ყველა ახალი ამბავი
0