21:35 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (31)
9220

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის მერსა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერებს აირჩევენ.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, განაცხადა სამშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები თბილისის მერსა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერებს აირჩევენ. არსებული კანონმდებლობით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მერების არჩევნების პარალელურად საკრებულოების არჩევნებიც გაიმართება.

„მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, ამის თაობაზე ჩვენ მთავრობასთან მოლაპარაკებები გავმართეთ, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, არჩევნების ჩატარების პერიოდი მან წინასწარ იმ მიზნით გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი საარჩევნო კალენდრისა და საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

არჩევნების თარიღს, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, პრეზიდენტი ნიშნავს.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თბილისის მერის პოსტზე თავისი კანდიდატები ორმა პარტიამ უკვე წარადგინა. ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი წარმოადგენს, ხოლო მათ ყოფილ თანამოაზრეთა პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — ელენე ხოშტარია.

მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" თბილისის მერის საკუთარი კანდიდატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია. თუმცა, სამშაბათს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" 1 ივლისს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს.

თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (31)

მთავარი თემები