საქართველოს პრეზიდენტს სურს გახდეს „სასამართლოს მეგობარი"

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სასამართლოს მეგობრის" სტატუსი ადამიანს, რომელიც სასამართლო პროცესში მხარეს არ წარმოადგენს, ანიჭებს უფლებას სასამართლოს წინასწარ წერილობით მიმართოს და საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, მიენიჭოს „სასამართლოს მეგობრის" სტატუსი იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ახალ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უკავშირდება, რომელსაც მოქალაქეთა ფარული თვალთვალის უფლება აქვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო მარტში საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე შექმნეს. იმ ფაქტმა, რომ სააგენტო საქართველოს სახელმწიფო სამსახურთან იფუნქციონირებს, პრეზიდენტის, ოპოზიციის და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნის მოქალაქეებმა და სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში 300-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს, იმ მოთხოვნით, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს.

კობა კობიძე - Sputnik საქართველო
„ფარული თვალთვალის“ სააგენტოს, სავარაუდოდ, კობა კობიძე უხელმძღვანელებს

„წერილობით დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და სასამართლო არ არის ვალდებული სამოტივაციო ნაწილში გაიზიაროს აღნიშნული მოსაზრების შინაარსობრივი მხარე. საკონსტიტუციო სასამართლო გაეცნობა აღნიშნულ დოკუმენტს და შესაბამისად, იმსჯელებს აღნიშნული საკითხის შესწავლის თაობაზე", — განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მისწრაფება სასამართლოს მეგობრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია, რადგან ეს „სამართლებრივ პრინციპებთან შეუთავსებელია".

„სასამართლოს მეგობარი" — სიახლეა საქართველოში. ეს სტატუსი საქართველოში 2015 წელს გაჩნდა და ადამიანს, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, ანიჭებს უფლებას სასამართლოს წინასწარ წერილობით მიმართოს და საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0