საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი განაცხადა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მეთაურს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი განაცხადა.

მანამდე ამ თხოვნით სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მმართველი პარტიის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" მიერ არის შემუშავებული, ქვეყანაში ხმაურიანი კამათის საგნად იქცა. პრეზიდენტის გარდა, ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და სახალხო დამცველი.

"პარლამენტიდან შემოსულია თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რათა განხილულ იქნას კონსტიტუციის ცვლილების წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ", — განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

ამასთან ერთად მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის უარის მიუხედავად კანონმდებლობა პარლამენტს რიგგარეშე სესიის ჩატარების საშუალებას აძლევს.

"მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა, მაგრამ ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი: მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საარჩევნო სისტემა: ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება

პრეზიდენტი თვლის, რომ კონსტიტუციის საბოლოო ვერსია უნდა ითვალისწინებდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ყველა მხარესთან უნდა იყოს შეთანხმებული.

"ნუ შეუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას", — მიმართა მარგველაშვილმა დეპუტატებს.

სახელმწიფოს მეთაურს არ მოეწონა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი განაცხადა, პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს.

ყველა ახალი ამბავი
0