საქართველოს საარჩევნო სისტემა: ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება — პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მმართველი წრეების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც პარლამენტის ყველა, 150 დეპუტატის არჩევას პარტიული სიით ითვალისწინებს, 2024 წელს გადავლენ. ეს ჩაიწერება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში, რომელშიც შესატან ცვლილებებს პარლამენტი ოთხშაბათს განიხილავს.

„შევთანხმდით – გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ შერეული სისტემა რჩება, თუმცა ყველა მომდევნო არჩევნები იქნება პროპორციული და ეს იქნება ქვეყნის მთავარ კანონში ჩაწერილი", — განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
არჩევნების სისტემა საქართველოში: „ქართული ოცნება" პლუსებსა და მინუსებს აფასებს

2018 წელს უცვლელი რჩება პრეზიდენტის არჩევის პროცედურაც. სახელმწიფოს მეთაური კვლავ საყოველთაო კენჭისყრით აირჩევა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურთან ერთად შეთანხმდნენ, რომ მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვაც პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად დასჭირდებათ, 5-დან 3%-მდე დაიწევს.

ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს — პარლამენტის 77 დეპუტატს პროპორციული სისტემით ირჩევენ, 73-ს — მაჟორიტარულით. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის, რასაც მოითხოვენ მათი დანარჩენი კოლეგები და ოპოზიციაც.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

ოპოზიცია ასევე პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ გამოდის. მმართველი პარტია კი, თავის მხრივ, მის ამ ინიციატივას იმით ხსნის, რომ ქვეყანა კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის და ის ოპოზიციას პრეზიდენტის არჩევას 300 ხმოსნის მეშვეობით სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0