22:47 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სწავლებები სამთო მომზადების სკოლაში საჩხერეში

შვიდი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები საჩხერეში მომზადების კურსს გადიან

© FB / Минобороны Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო მომზადებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. ისინი სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას, კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიურ გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას შეისწავლიან.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნობიან. მათ ისეთი მოქმედებების შესწავლაც მოუხდათ, როგორიცაა ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400 მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

მთავარი თემები