საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა ამ მძიმე წუთებში და თქვენთან ერთად განიცდის ამ საზარელ ტრაგედიას, ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პორტუგალიაში, ლეირიას ოლქში ტყის ხანძრების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო.

ხანძარი, რომლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, პედროგან-გრანდის, ფიგეირო-დუშ-ვინიუშისა და კაშტანეირა-დი-პერას მუნიციპალიტეტებში, ლისაბონიდან 200 კმ-ში მძვინვარებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ხანძარმა 61 ადამიანის იმსხვერპლა. ევაკუირებულია სამი სოფელი. პეტროგან-გრანდში დაიწვა ან ახლაც იწვის ტყის მასივის 95%.

„მაშველთა თავგანწირვის მიუხედავად ხანძარმა მაინც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა ამ მძიმე წუთებში და თქვენთან ერთად განიცდის ამ საზარელ ტრაგედიას. გთხოვთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს", — ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ხანძრის მიზეზი ხეზე დაცემული მეხი გახდა. სიცხისა და ქარის გამო ცეცხლის გავრცელება მარტივად ხდება არა მარტო ტყის მასივებზე, არამედ მან დასახლებულ პუნქტებსაც მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0