21:03 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კობა კობიძეзе

„ფარული თვალთვალის“ სააგენტოს, სავარაუდოდ, კობა კობიძე უხელმძღვანელებს

© photo - State Security Service of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5710

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის დანიშვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კოპეტენციას წარმოადგენს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კობა კობიძის კანდიდატურა წარუდგინეს.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის პოსტზე, სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძის გარდა, წარდგენილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი. სპეციალურმა კომისიამ, სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, ფარული კენჭისყრით კობიძე აირჩია, ნათქვამია სუს-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი სააგენტო ახალი ხელმძღვანელით არის იმის გარანტი, რომ დაცული იქნება ყველა მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას და ადამიანის პერსონალური და პირადი სივრცის დაცვას”, — განაცხადა სპეციალური კომისიის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

სპეციალურ კომისიაში ასევე შევიდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. სააგენტომ ფუნქციონირება 30 მარტს დაიწყო.

ფარული მოსმენა-მიყურადების წესების შეცვლის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) მოქალაქეების თვალთვალი აეკრძალა. შედეგად, ხელისუფლებამ ახალი უწყების — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა გადაწყვეტა. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სააგენტო ისევ სუს-თან იფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი, რათა ახალი შესწორებები არაკონსტიტუციურად ცნონ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე შეაგროვეს იმ მოქალაქეების 300 სარჩელი, რომლებიც საქართველოში ფარული მოსმენების ახალი წესებით არიან უკმაყოფილო. სარჩელის მომზადების შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც განაცხადეს.



მთავარი თემები