09:57 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ბესიკ ამირანაშვილი

შს მინისტრმა პირველი მოადგილე გაათავისუფლა

© МВД Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5611

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან შუამავლები არ სჭიდება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამის შესახებ ცნობილი გახდა თათბირის შემდეგ, რომელიც მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ჩაატარა. ბესიკ ამირანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2016 წლის იანვრიდან იკავებდა. ის საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს კურირებდა. 

„მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისთვის შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

ამირანაშვილი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

ბოლო პერიოდში საქართველოს შსს-ში ეს პირველი საკადრო ცვლილება არ არის. მაისის ბოლოს მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე მოხსნა და ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა, რომელიც მამამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მთავარი თემები