07:37 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
„კავკასიური არწივი 2017

„კავკასიური არწივი 2017": დესანტირება და შენობის შტურმი საქართველოში

© FB / Минобороны Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5502

საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის სამხედროებმა დასახლებულ პუნქტში ბრძოლის უნარები აითვისეს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „კავკასიური არწივი 2017"-ის ფარგლებში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედროებმა ვაზიანის პოლიგონზე დესანტი ჩამოსხეს და შენობა შტურმით აიღეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წვრთნების სცენარით, სამი ქვეყნის ქვედანაყოფებმა განსაკუთრებული დანიშნულების სამიზნეები გააუვნებლეს და ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე აითვისეს სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტები.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ათდღიანი წვრთნები სპეციალური ქვედანაყოფების მონაწილეობით 4 ივნისს დაიწყო და რიგით მესამეა. მანამდე ის თურქეთში ტარდებოდა.

წვრთნების მიზანია სამი ქვეყნის სპეციალურ ოპერაციათა ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაღრმავება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება.

მთავარი თემები