13:48 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: საქართველოს ვიცე-პრემიერი აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა მედვედევს

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ-რუსული ურთიერთობები (185)
38 0 0

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთან მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააკრიტიკა, რადგან მან რუსეთის მთავრობის მეთაურთან, დიმიტრი მედვედევთან დალაპარაკების შესაძლებლობა არ გამოიყენა.

ქართულ მასმედიაში აჟიოტაჟი ატყდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ქუმსიშვილისა და მედვედევის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ჩინეთში ფორუმის „ერთი გზა — ერთი სარტყელი" მიმდინარეობისას არის გადაღებული. საქართველოში ქუმსიშვილი ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ პროტოკოლური ფოტო იყო, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს.

„ძალიან ცუდია, რომ მან (ქუმსიშვილმა) არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ დალაპარაკებოდა იმ ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს, რომელთანაც ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს… მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გულწრფელად სურს საქართველოს გაერთიანება, გაახილეთ თვალები და ნუ გააკეთებთ სამარცხვინო კომენტარებს. სირცხვილი ის არის და ქვეყნისათვის ძალიან ცუდი, რომ მხოლოდ ფოტოსთან დაკავშირებით იდგა მის გვერდით და არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ დალაპარაკებოდა", — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

უფრო ადრე თავად ვიცე-პრემიერმა გააკეთა განმატება.

„არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო… ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

პეკინში საერთაშორისო ორდღიანი ფორუმი „ერთი გზა – ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის", 14 მაისს გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 29 სახელმწიფოს პრეზიდენტებმა და მთავრობის მეთაურებმა. საქართველოს დელეგაციას ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (185)

მთავარი თემები