საქართველოს პრეზიდენტმა როუჰანის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© AP Photo / Burhan Ozbiliciჰასან როუჰანი
ჰასან როუჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰასან როუჰანიმ ამომრჩეველთა ხმების 57% დააგროვა და კვლავ ირანის პრეზიდენტი გახდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰასან როუჰანის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ირანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ხმების 100%-ის დათვლის შედეგად ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 19 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 57% მიიღო.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რპუჰანი - Sputnik საქართველო
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში როუჰანიმ გაიმარჯვა

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა კვლავ გამორჩეული იქნება როგორც ირანის, ასევე ჩვენი რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად", — აღნიშნულია მარგველაშვილის ოფიციალურ წერილში.

პრეზიდენტმა სიხარულით აღნიშნა, რომ ბოლო დროს ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის მნიშვნელოვნად განვითარდა.

„ეს პოზიტიურად აისახა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული კონტაქტების განმტკიცებაზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად უახლოეს მომავალში თავის ირანელ კოლეგას შეხვდება.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს აქვთ მუდმივი პოლიტიკური დიალოგი ორ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0