ესპანეთის მეფემ პოლოლიკაშვილს წარმატება უსურვა

© AP Photo / ANDRES KUDACKIესპანეთის მეფე
ესპანეთის მეფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილიპე VI დადებითად გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობა უსურვა, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენა UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე - Sputnik საქართველო
პოლოლიკაშვილი შესაძლოა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ამ ორგანიზაციის მადრიდში გამართულ სესიაზე აირჩიეს ხმათა უმრავლესობით. ზურაბ პოლოლიკაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.

„ესპანეთის მეფე დადებითად გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ფილიპე მეექვსემ საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესპანეთის მონარქი, ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილი და მსოფლიოს სხვა ლიდერები, იორდანიაში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობას იღებენ ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ეკონომიკურ ფორუმში.

ყველა ახალი ამბავი
0