თურქეთის პრემიერ–მინისტრი თბილისს ორშაბათს ეწვევა

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრების მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართება.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თურქეთის პრემიერ–მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორშაბათ საღამოს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თურქეთის მთავრობის მეთაურის შეხვედრის ოფიციალური ცერემონია 23 მაისს ჩატარდება. ცერემონიის შემდეგ კი გაიმართება თურქეთის პრემიერისა და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკებები.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურები ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ. შეხვედრის თემა უცნობია.

თურქეთის პრემიერი საქართველოს ბოლოს ამა წლის მარტში ეწვია. მაშინ ილდირიმი ბათუმს არაოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილს იკავებს. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველო-თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 452 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0