14:52 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი კობახიძე და სტანისლავ კარჩევსკი

პარლამენტის სპიკერი პოლონეთის მარშალს შეხვდა

© FB / Ираклий Кобахидзе
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1411

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე პოლონეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 19 მაისი— Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის სენატის მარშალს  სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კობახიძე პოლონეთში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„მხარეებმა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე  აღნიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

კარჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ასევე, აქტიურად აგრძელებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას. 

შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება და რომელსაც პოლონეთის დელეგაცია დაესწრება. მხარეები გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი ვარშავაში 17 მაისს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, ხორვატიის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინისა და უნგრეთის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ უკვე გამართა შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან და პოლონეთის სეიმის სპიკერთან,  მარეკ კუხჩინსკისთან. 

2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ პერიოდში საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმდა 15 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროში.


მთავარი თემები