ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა

© REUTERS / Carlos Barriaაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქართველი კოლეგისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსთვის შთამაგონებელია.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი მიულოცა და ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.

"ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ", — აღნიშნულია ტრამპის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

"ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია. მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისთვის", — აღნიშნა ტრამპმა.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა "ამერიკის დღეები 2017", მოეწყო გამოფენები და კინოჩვენებები, ასევე ფორუმები და დისკუსიები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თემაზე.

ყველა ახალი ამბავი
0