თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე სხდომა დახურა

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სხდომა დახურა იმ მიზნით, რომ საქართველოს საპატრიარქო დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს, თუმცა საპატრიარქოს ამის შესახებ არ უთხოვია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. წინასწარი სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, რომელსაც საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, საპატრიარქოს იმიჯისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასარიდებლად დახურეს.

აპრილის ბოლოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაამკაცრა ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, საუბარია ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაზე დამამძიმებელ გარემოებებში.

სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ შაუმდგომლობა ბრალდების მხარემ წამოაყენა. თავისი მოთხოვნის არგუმენტად პროკურორებმა ღია სხდომისას პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელების ალბათობა მოიტანეს. იმის გათვალისწინებით, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს ისტორიაში, ზოგიერთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, შესაძლოა, ეკლესიის იმიჯისთვის ზარალი მიეყენებინა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძმისშვილი დაკითხა

ბრალდების მხარის მეორე არგუმენტი ახალი გამოძიება გახდა — ცალკე გამოყვეს ერთ-ერთ მოწმეზე ზეწოლის საქმე, რომელიც დაცვით სარგებლობს. ამ მოწმის გამოსვლა ღია სხდომაზე მისთვის უსაფრთხო არ იქნებოდა.

"პროცესის დახურვის შუამდგომლობაში იმ არგუმენტების გამოყენება, რომ საპატრიარქოს იმიჯი შეიძლება შეილახოს, საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან განსაცდელის დროს საპატრიარქო და ეკლესია ძლიერდება. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ რაიმე დაემალათ. ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია", — განუცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სხდომის დახურვა გამართლებული იქნებოდა იმ მოწმეების ჩვენებისას, რომლებიც დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

"მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებლად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მისი (მამალაძის) უფლებები დაარღვია, უფლება იმისა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს საქმე და ყველაფერი, რაც იქ ხდება. მას აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხია", — განაცხადა მამალაძის ადვოკატმა ნია ზოიძემ.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმდა

მამალაძის მეგობარმა, რაულ აღიტიანმა მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მთავარი მოწმე განსასჯელის ნათესავი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა, რომელიც მუდმივად გამოდის ტელეარხებზე შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

აღიტიანის თქმით, სხდომის დახურვა ერთადერთ მიზანს ემსახურება — დაიფაროს სიმართლე საზოგადოებისგან და დაიფაროს, რომ ციხეში ზის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი.

„მოსაზრება, რომ ჩვენი იქ დარბაზში ყოფნის შემთხვევაში მტკიცებულებები გამოქვეყნდება, სუსტია. მათ ხომ თვითონ გამოაქვეყნეს მტკიცებულებები ტელევიზიის საშუალებით, რაც მთელმა საქართველომ იხილა, ეს აბსურდია!“ – აღნიშნა აღიტიანმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0