"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის კანდიდატებს ზაფხულის ბოლოს წარმოადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების მომხრეები
ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოდგომაზე დანიშნული ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატები მმართველი პარტიიდან ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მალე დაიწყებს. კანდიდატების სიას ზაფხულის ბოლოს წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ადგილობრივი არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

"უახლოეს მომავალში დაიწყება მსჯელობა კანდიდატებთან და მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ალბათ ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატთა სია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის და გამგებლების კანდიდატები, ასევე საკრებულოებში ათასზე მეტი კანდიდატი", — განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მსჯელობა უახლოეს მომავალში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ზაფხულის ბოლოს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. ჩვენ როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც, სავარაუდოდ, პარტიის სახით მივიღებთ მონაწილეობას", — აღნიშნა კობახიძემ.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
ვის რა შანსი აქვს ადგილობრივ არჩევნებზე

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მმართველ პარტიას აქვს.

"ქართულ ოცნებასთან" ერთად ადგილობრივ ორგანოებში მოხვედრის შანსი აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ყოფილ წევრებს, რომლებმაც შექმნეს პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო".

არჩევნები საკრებულოებში საქართველოში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამას გარდა, არჩევნებზე ირჩევენ მერებსა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0