ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი: შეხვედრები და განხილვის მთავარი თემები

© FB / Георгий Квирикашвилиსვენ მიკსერი და გიორგი კვირიკაშვილი
სვენ მიკსერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიკსერის ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ესტონეთში ვიზიტის დეტალები განიხილეს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მან შეხვედრები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან.

მიკსერის პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ვაჭრობის სფეროში მიღწევები აღნიშნეს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ორივე ქვეყნის მთავრობა ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.

მიხეილ ჯანელიძე და სვენ მიკსერი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

მიკსერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი, რომელიც წლის მეორე ნახევარში ევროპის საბჭოს ჩაუდგება სათავეში, საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირის  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება გახდება.

კვირიკაშვილმა და მიკსერმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა აღნიშნეს.

შეხვედრაზე ასევე შეათანხმეს კვირიკაშვილის ესტონეთში ვიზიტის დეტალები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასპინძლა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, ასევე ნატოს სამიტი. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მხარს დაუჭერენ.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო უსაფრთხოება შავ ზღვაში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე მიკსერმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან დაკავშირებით ესტონეთიდან თბილისში მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა.

საქართველოში ვიზიტისას მიკსერმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ეწვია სოფელ ხურვალეთს, რომელიც ცხინვალის რეგიონთან მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივნისს დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

საქონელბრუნვამ საქართველოსა და ესტონეთს შორის 2016 წელს 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან — 2,8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა საქართველოში — 5,7 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0