01:00 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს კონსტიტუცია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა

© FB / Giorgi Margvelashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (86)
2621

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმებას, ასაკობრივი ცენზის გაზრდას, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის შემოღებას.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი მიიღო.

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მის მთავარ მიზანს საქართველოს კონსტიტუციის არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში შევა, შემდეგ კი ცვლილებების პროექტს საყოველთაო განხილვაზე გაიტანენ.

ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“

ცვლილებების პროექტის ხელმოწერაში, რომელიც ორშაბათს საქართველოს პარლამენტში შევა, მონაწილეობა არ მიუღიათ შვიდ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ. ამ პარტიებმა კომისიაში მუშაობაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მათი წინადადებები არ გაითვალისწინა. 

მუშაობის შეჯამებისას კომისიის თავმჯდომარემ,პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რომ არა თითოეული თქვენგანის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით დახვეწილი დოკუმენტის შემუშავებას, ისეთი დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც, კიდევ ერთხელ, უზრუნველყოფდა სრულ თავსებადობას ჩვენი ძირითადი კანონისა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრას“, — განაცხადა კობახიძემ.

ძირითადი ცვლილებები კანონპროექტში საქართველოს პრეზიდენტს ეხება. პროექტის თანახმად, ის დარჩება სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის მთავარსარდალი, თუმცა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებას დაკარგავს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით კონტრასიგნაციის პრინციპით მიიღება — დოკუმენტებზე ორმაგი ხელმოწერის სახით. 

ცვლილებები ითვალისწინებს პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების გაუქმებას. თუ კონსტიტუციის მოქმედი მოდელით ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით მოსახლეობა ირჩევს, ახალი მოდელით — მას რეგიონებიდან 300 ხმოსანი აირჩევს, შემდეგ კი კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს. პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზიც იცვლება — 35-იც ნაცვლად, ის 40 წლამდე იზრდება.

პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ცვლილებები საქართველოს პარლამენტსაც შეეხება. პირველ რიგში კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის მითითებას ამოიღებენ. მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილმდებარეობის ადგილად მითითებულია ქუთაისი.

შეიცვლება დეპუტატების კანდიდატებისთვის ასაკობრივი ზღვარი — 21 წლის ნაცვლად, ის 25 წლამდე გაიზრდება. კანონპროექტის ვერსიით, პარლამენტის დეპუტატების არჩევის პრინციპებიც შეიცვლება. არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ პარტიული სიების მიხედვით.

გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ პარტიები ვერ შექმნიან საარჩევნო ბლოკებს, რათა არჩევნებზე საკუთარი შანსები გაზარდონ. 

ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდას და ადამიანის უფლებების შესახებ რამდენიმე მუხლის დაზუსტებას ითვალისწინებს.


თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (86)

მთავარი თემები