მარგველაშვილმა პოროშენკო საქართველოში მოიწვია

© REUTERS / Fabrizio Benschუკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს აცნობეს, რომ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სტუმრობით მოხარული იქნებიან.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი უკრაინელი კოლეგა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოწვევის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებს შორის საუბარი საქართველო — უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.

© FB / გიორგი მარგველაშვილიპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინთან
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინთან - Sputnik საქართველო
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინთან

მათ ასევე იმსჯელეს კონფლიქტებზე და აღნიშნეს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ორივე ქვეყანის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

საუბარი შეეხო ასევე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მალე მიიღებს.

კლიმკინთან შეხვედრა ასევე გამართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის პოტენციალზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კულტურა და ინფრასტრუქტურა.

კვირიკაშვილმა და კლიმკინმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე.

© FB/გიორგი კვირიკაშვილიუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

კლიმკინი საქართველოში პარასკევს ჩამოვიდა. ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს. მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც შეჯამებულია ორ ქვეყანას შორის ამ პერიოდში არსებული თანამშრომლობა და დასახულია სამომავლო გეგმები და ასევე, 2017-2018 წლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების სამოქმედო გეგმა.

ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა.

მიხეილ ჯანელიძე და პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
საქართველო და უკრაინა - მეგობრობა და საერთო მიზნები

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0