ომბუდსმენმა წარმოადგინა ანგარიში 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის პარკი თბილისში
მშვიდობის პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის მთავარ პრობლემად პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა და ინტერნეტში აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელება დაასახელა.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს წარუდგინა თავისი ყოველწლიური ანგარიში "საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ".

ომბუდსმენი შეეხო ქართული კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის და პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის შემთხვევებს.

საქართველოს ომბუდსმენის ანგარიში ეფუძნება მისი აპარატის მუშაობის შედეგებს, 8 800 ადამიანის მიმართვებსა და ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას.

საქართველოს პარლამენტი ნანუაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და მის ანგარიშს ცნობად მიიღებს. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება, კანონმდებლობის მიხედვით, აუცილებელი არ არის.

Amnesty International-ის ვებგვერდი - Sputnik საქართველო
Amnesty International საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას აკრიტიკებს

ადამიანის უფლებები და ციხეები

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ის მიესალმება მთავრობის რეფორმებს, მათ შორის არასრულწლოვანთათვის განცალკევებული მართლმსაჯულების ამოქმედებას, შინაპატიმრობის სისტემის შემოღების ინიციატივას და საპატიმროდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულების შექმნას.

ამ დროს ისევ პრობლემად რჩება პატიმრების დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო საიდუმლოების შენახვა, პატიმრების მიერ მიღებული დაზიანებების დათვალიერებისას ექსპერტიზის დამოუკიდებლობა, პატიმრის არასაკმარისი მონაწილეობა მისთვის არსებული რისკის შეფასებისას, ერთკაციანი საკნების უსაფრთხოება.

კიდევ ერთ პრობლემად ომბუდსმენმა დაასახელა საპატიმროებში "ქურდული სუბკულტურის" არსებობა და ის, რომ დაწესებულებებში, რომლებიც განსაკუთრებულად საშიში პატიმრებისთვის არის განკუთვნილი, ადმინისტრაციას ამ წესების შეცვლა არ შეუძლია. ის ასევე იმით არის უკმაყოფილო, რომ ქართულ საპატიმროებში დისციპლინარული დაპატიმრებების შემთხვევები 10%-ით გაიზარდა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
კილაძის შვილის დაპატიმრების საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს

სახალხო დამცველის მონაცემებით, ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ცუდი ვენტილაციის, განათების, გათბობისა და სანიტარული პირობების პრობლემა დგას. არ არის გამოყოფილი სივრცეები მწეველი და არამწეველი პატიმრებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება ომბუდსმენმა მიაქცია 338 უცხოელი პატიმრის პრობლემებს, რომლებსაც ენობრივი ბარიერის გამო უჭირთ ადმინისტრაციასთან და ექიმებთან ურთიერთობა, ასევე მათ კვების პრობლემაც აქვთ, რადგან საპატიმროს საკვები მათი რელიგიის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

სახალხო დამცველის აზრით, პრობლემას პაემნების საკითხიც წარმოადგენს — ყველა საპატიმროში არ არის უზრუნველყოფილი ვიდეოპაემნის საშუალება, ხოლო ოჯახთან ჩვეულებრივი პაემნის პირობები პირადი ცხოვრების უფლებას არ შეესაბამება.

ომბუდსმენის მონაცემებით, 2016 წელს პატიმრების მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების 3800 შემთხვევიდან, დაახლოებით 1900 შემთხვევაში მათ თავად მიაყენეს თავის თავს დაზიანებები, 189 შემთხვევაში კი დაზიანებები სხვა პირისგან მიიღეს. დანარჩენ შემთხვევაში ეს საწარმო ტრავმები იყო.

2016 წელს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 17 პატიმარი გარდაიცვალა — უმრავლესობა გულ-სისხლ-ძარღვთა უკმარისობით.

ადამიანის უფლებები და შსს

თავის ანგარიშში სახალხო დამცველმა ახსენა პოლიციისადმი გახშირებული ბრალდებები ძალის გამოყენების შესახებ, ასევე დაკავებისას და შემდგომ ეჭვმიტანილთა მიერ დაზიანებების მიღება. 13000 დაკავებულთაგან 6400 დაზიანებები აღენიშნებოდა. შსს-ს მონაცემებით, 254 ადამიანმა ეს დაზიანებეი დაკავებისას მიიღეს, რაც ნანუაშვილში ეჭვს იწვევს.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ დაკავების ოქმებში დაზიანებები მითითებული არ არის, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ისინი პოლიციის კონტროლქვეშ ყოფნისას არის მიღებული. ნანუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ დაშავებულთა რაოდენობა 64,1%-ით გაიზარდა და 102 ადამიანი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გამოყენება გამართლებული იყო, მაგრამ პოლიციელებმა ეს ოქმში არ მიუთითეს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ფარული თვალთვალის წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ომბუდსმენმა ასევე დაკავებულებზე ზეწოლის მოხდენის რისკი ახსენა, რადგან ზოგიერთ დაკავებულს პოლიცია მთელი ღამე პატიმრობაში ტოვებს. ის იმითაც არის უკმაყოფილო, რომ პროკურატურა პოლიციელთა მიმართ საქმეებს აღძრავს მუხლით "სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება", და არა "წამების" მუხლით.

პოლიცია ადრე ნასამართლევ პირებთან და რისკის ჯგუფების წარმომადგენლებთან განყოფილებებსა ან მანქანებში გასაუბრებების პრაქტიკას აგრძლებს. ხშირად ასეთი გასაუბრებები სრულდება დაკავებებით უფლებების ახსნისა და ადვოკატთან მიმართვის საშუალების გარეშე.

სახალხო დამცველი შეშფოთებული იმით, რომ 925 პატიმრიდან, რომელმაც მას მიმართა, ნახევარზე მეტს არ ჰყავდა ადვიკატი ან ის 1-2 დღეში ერთვებოდა საქმეში. ამ დროს პოლიციის განყოფილებებში და მის გარეთ არსებული ვიდეოდაკვირვების კამერები სრული ხედვის საშუალებას არ იძლევა.

ამავე დროს ომბუდსმენი კმაყოფილია იზოლატორებში დაკავებულთა პირობებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებით ამ მიმართულებით.

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
საქართველო ციხეების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდა

ადამიანის უფლებები და სასამართლო

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო განხილვების დროს მხარეთა თანასწორობა და სამხილების მიღების პროსეცში ადვოკატების ჩართულობა არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი.

აგრეთვე ომბუდსმენმა მოწმეთა ჩვენებების ნებაყოფლობითობა ეჭვქვეშ დააყენა. ის ვარაუდობს, რომ მოწმეებზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, მეორე მხარის ადვოკატები დაკითხვებს არ ესწრებიან.

ომბუდსმენმა ასევე გამოყო სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმეების განხილვის პროცესის გაჭიანურება. მისი მონაცემებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 825 საქმიდან 92-ის განხილვა ოთხიდან ცხრა თვემდე მიმდინარეობდა, დადგენილი ორის ნაცვლად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 716 საქმიდან მან ასეთი 47 საქმე აღმოაჩინა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი შეშფოთებულია შსს-ს, პროკურატურისა და სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გახშირებული შემთხვევებით.

ომბუდსმენმა ასევე საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრობლენები ახსენა. ბრალდებულები მათი პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფისგან არ არიან დაცული, ხოლო ნაფიც მსაჯულებზე მასმედიისა და საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, შესაძლოა, ზეწოლა ხორცილედება.

Amnesty International - Sputnik საქართველო
Amnesty International-მა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა

პირადი ცხოვრების უფლება

2016 წლის ყველაზე მთავარ პრობლემად ნანუაშვილმა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა და ინტერნეტში აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელება დაასახელა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები მსგავს ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებენ, რამაც დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია.

მისი თქმით, საუბარია არამარტო ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საჯარო პირების სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებაზე. ნანუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში პროკურატურამ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრა.

კოლონია - Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდებს ახალმოსახლეობა ელოდებათ

ომბუდსმენი ფარული მოსმენა-მიყურადების ახალი წესებითაც უკმაყოფილოა. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და შეიძლება შეფასდეს, როგორც პირადი ცხოვრების ხელყოფის საშუალება, ნათქვამია ანგარიშში.

სხვა უფლებები

პრობლემები სახალხო დამცველმა საქართველოს სხვა სფეროებშიც აღმოაჩინა. თავის ანგარიშში მან განსაკუთრებული აქცენტი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე გააკეთა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობები არასაკმარისად არის ჩართული, რელიგიური უმცირესობები კი პრობლემებს რელიგიური ნაგებობების მშენებლობებისას აწყდებიან.

ნანუაშვილმა აგრეთვე იძულებით გადადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრობლემები ახსენა. ამ დროს ომბუდსმენმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ადამიანთა ნაწილს ახალი ბინები გადასცეს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

ომბუდსმენის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა საქართველოში შრომის უსაფრთხოების უფლებების დაუცველობაა. მისი მონაცემებით, 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.

თავის ანგარიშში სახალხო დამცველმა ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არასაკმარისი ძალისხმევა აღნიშნა. განსაკუთრებული აქცენტი მან გააკეთა კრიტიკულად დაბალ ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ძალადობისგან ქალთა დაცულობის სისტემურ პრობლემებზე.

ანგარიშში ნახსენებია შშმ პირთა პრობლემებიც: ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის ნაკლოვანებები და რეგიონებში განათლების მიღების პრობლემები.

ყველა ახალი ამბავი
0