ახლოს, ვიდრე ოდესმე: ლიტველთა სიურპრიზი ქართველებისთვის

© FB / Remigijus Šimašius"ახლოს, ვიდრე ოდესმე"
ახლოს, ვიდრე ოდესმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვილნიუსის მერიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების მილოცვა ორიგინალურად გადაწყვიტა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ვილნიუსში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტთან ახლოს სარეკლამო ბანერებით დახვდნენ, რომლებზეც ინგლისურ და ქართულ ენაზე ეწერა „ახლოს, ვიდრე ოდესმე“.

ბანერი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდებოდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში  მოკლევადიანი ვიზიტებით (180-დან 90 დღის განმავლობაში) უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. ვიზები საჭირო არ იქნება ტურისტული, საქმიანი სამოგზაურო ვიზიტებისთვის.

ბანერის ფოტო საკუთარ Facebook-გვერდზე ვილნიუსის მერმა რემიგიუს შამაშიუსმა გამოაქვეყნა. 

„გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ზალაში შევიდა და ქართველები ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას. მალე ქუთაისიდან პირველი სტუმრები ვილნიუსის აეროპორტში ჩამოფრინდებიან. ჩვენ მათთვის სიურპრიზი მოვამზადეთ. საქართველო — ახლოს, ვიდრე ოდესმე!“, — დაწერა შამაშიუსმა.

ხუთშაბათს ლიტვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0