დალია გრიბაუსკაიტე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა!

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმების ისტორიული გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 28 მარტს შევიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე: პრემიერი და სტუდენტები ევროპაში გაემგზავრნენ

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. ვიზები საჭირო არ იქნება ტურისტული, საქმიანი და სამოგზაურო ვიზიტებისთვის. 

ევროკავშირის წევრი ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას "ტვიტერის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ, გილოცავთ!" — დაწერა მან.

​უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0