18:24 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საქართველოს და ევროკავშირის პატარა დროშები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე

ჯარიმა და დეპორტაცია - რა ელის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამრღვევებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა (17)
96711

საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთ სამინისტროებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევის შედეგების შესახებ საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოქმედების წესებს დაარღვევენ, სამი ათასი ევროთი დაჯარიმდებიან და ევროპის ქვეყნებში დაბრუნებას ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან 28 მარტს ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. ვიზა არ დასჭირდება ტურისტული, საქმიანი ვიზიტის დროს და სტუმრად გამგზავრების შემთხვევაში.

"ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში", — განაცხადა ჯანელიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს მოქლაქეებს შესაბამისი ვიზა დასჭირდება.

ამასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ორშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მომუშავე მესაზღვრეები 28 მარტიდან დეტალურად გაესაუბრებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

ისინი საქართველოს მოქლაქეებს ასევე კონსულტაციას გაუწევენ უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმებენ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობას შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი საქართველოს მოქალაქეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილებს.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის მნიშვნელობა და ევროკავშირში შესვლის მისაღწევად ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

"უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის.

"ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით — დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა და მზად ვართ ძალისხმევა არ დავიშუროთ მის განსახორციელებლად", — ნათქვამია განხცადებაში.

საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი შემდეგი პუნქტების შესრულების შემდეგ გახდება: ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება; ევროკავშირის სპეცილიზირებულ სააგენტოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია; ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი; ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან, რაც სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას გულისხმობს.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

საქართველოდან ევროკავშირში უვიზოდ: რა უნდა ვიცოდეთ

 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
© Sputnik / Maria Tsimintia
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები

თემები:
ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა (17)

მთავარი თემები