10:00 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სუამ-ის წევრი ქვეყნების მეთაურები

სუამ-ის სამიტზე რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

© AP Photo/ სერგეი ჩუზავკოვი
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სუამ-ის სხდომა კიევში (4)
4210

სუამ-ის სამიტზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის, პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სუამ-ის წევრ-სახელმწიფოებმა (საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ) რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლებიც სახელმწოფოებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისკენ არის მიმართული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინა".

სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა სამიტი კიევში ორშაბათს ტარდება.

ხელი მოეწერა ოქმებს მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" დასუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ".

დოკუმენტების ხელმოწერა კიევში სუამ-ის სამიტზე
დოკუმენტების ხელმოწერა კიევში სუამ-ის სამიტზე

 

დღეს ჩვენ რამდენიმე დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომლებიც უკვე 2017 წელს საშუალებას მოგვცემს ჩვენი სახელმწიფოების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა სრულფასოვნად დავნერგოთ", — განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი სუამ-ის სამიტზე კიევში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი სუამ-ის სამიტზე კიევში

 

მან განაცხადა, რომ ოთხ სახელმწიფოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ამ სახელმწიფოების ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენს, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტზე კიევში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტზე კიევში

სუამ-ი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაცია. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამ-ი.

თემები:
სუამ-ის სხდომა კიევში (4)

მთავარი თემები