საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშირაიმონდ ვეიონისი
რაიმონდ ვეიონისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის პრეზიდენტი ვიზიტის მსვლელობისას უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან, ასევე დაესწრება ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი მეუღლესთან, ივეტა ვეიონისთან ერთად საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ორშაბათ, საღამოს, ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უცხოელ სტუმრებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებენს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

იანის ზლამეტსი - Sputnik საქართველო
ლატვიის ელჩი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, გარდა ამისა, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავლენ, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი ამის შემდეგ ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

 

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში

 

ყველა ახალი ამბავი
0