04:50 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
52 0 0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური ტელეარხი Rustavi2-ის მითვისება უნდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-თან დაკავშირებით უპრეცედენტო უწოდა, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეარხზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს "რუსთავი2"-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია "პანორამასთვის" გადაცემის დადგენილება მიიღო. მეორე დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულება შეაჩერა.

"გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. ასე ღიად სასამართლოს არასდროს ამოუღია ხმა რომელიმე ტელევიზიის ან კონკრეტული მასმედიის დასაცავად. რაც შეეხება ამის პოლიტიკურ ასპექტს, ყველასთვის გასაგებია, რაც ხდებოდა საქართველოში. ის, რომ ივანიშვილი მიიტანდა იერიშს Rustavi2-ზე, ამას ვამბობდი პირველი დღიდან… ის, რაც მან გააკეთა, ეს იყო რეიდული, ყაჩაღური შეტევა", — განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ Rustavi2-თან ინტერვიუში.

მოქმედ ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ Rustavi2 სააკაშვილის ბრძანებით მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ყოფილ პრემიერს ტელეარხის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს.

"ივანიშვილი შეეცდება, ყველაფერი იყოს მისი გავლენის ქვეშ. ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციებისა და დაუშვებელი მეთოდების პირობებში. მან პრაქტიკულად მოიპარა საკონსტიტუციო უმრავლესობა", — განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ წამყვანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და "რუსთავი2"–ის კოლექტივის უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გაისმა — გამოითქვა შეშფოთება საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს, მაგრამ არა სიტყვის თავისუფლების კუთხით.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)

მთავარი თემები