კალაძე: ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს

© photo: Sputnik / Seyran Baroyan / გადასვლა მედიაბანკშისპეცნაზი
სპეცნაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა გადატრიალების, არამედ მხოლოდ არჩევნების გზით.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მოქმედი ხელისუფლება წინა მთავრობის შეცდომებს არ გაიმეორებს და მიიღებს მხოლოდ ზომიერ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოქმედებდა საქართველოს მთავრობა ზედმეტად ფრთხილად ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს და ხომ არ დააგვიანა რეაგირება, კალაძემ უპასუხა, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ამ შეცდომებს არ იმეორებენ. 

გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
აბაშიშვილი: ვფიქრობ, შსს-მ ბათუმში ძალა პროპორციულად გამოიყენა

„თქვენ იცით, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და მინდა გითხრათ, რომ გუშინ პოლიციის ქმედება იყო აბსულუტურად ზომიერი… ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მძიმე 90-იანი წლები, თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუ რას ნიშნავს ურთიერთდაპირისპირება, რას ნიშნავს სისხლისღვრა. ეს ჭრილობები ჯერ არ მოუშუშებია ჩვენს სამშობლოს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირებები, გადატრიალებები და ხელისუფლების დამხობა. არსებობს თანამედროვე გზა — არჩევნები“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში და დასძინა, რომ კანონის ყველა დამრღვევი მკაცრად დაისჯება.

© photo by Seyran Baroyanმომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა. ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. მძღოლი დააკავეს, რაც არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა სიტუაცია განმუხტა.

საზოგადოების ნაწილმა, სახალხო დამცველის აპარატმა და ოპოზიციამ ხელისუფლება დაგვიანებულ რეაგირებასა და კრიზისული სიტუაციების დროულად და სწორად მართვის უუნარობაში დაადანაშაულა.

 „Sputnik საქართველოს" ფოტომასალაში იხილეთ ბათუმში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები >> 

ყველა ახალი ამბავი
0